შემზარავი საქმის ახალი დეტალები - 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭზე იძალადა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღის წინ შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა. ძალადობის მუხლით დაკავებულ კაცს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„დაცვის მხარეს გააჩნდა საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ მტკიცებულებებს, ეს დროის საკითხია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი იქნება ის მტკიცებულებები, რომელტა საფუძველზეც წარიმართება საქმე არსებიტად განსახილველად სასამართლოში“ - ამბობს პროკურორი თორნიკე ბაიდოშვილი.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ ბრალდებულის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ. მათივე თქმით, საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება დევს და სხვა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ.

“ჩვენი პოზიცია იყო, არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - იგი დარჩა პატიმრობაში. როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ჩვენ ნამდვილად დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. თავს დამნშავედ არ ცნობს, ეს დღესაც დააფიქსირა“ - ამბობს მარიამ ინდუაშვილი.

ჩვენთვის ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ ბრალდებული კაცის ახლობლები და მეზობლები ამ ბრალდებად არ ეთანხმებიან და მის დასაცავად ბრალდებულის ქუჩაზე შეიკრიბნენ და ერთობლივი ძალებით გააპროტესტეს მომხდარი.

რაც შეეხება დაზარალებულის ინტერესებს, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება მას კერძო ადვოკატი დაიცავს:

„შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო. ეს არ არის ღია საქმე, რომ მე კომენტარი ვაკეთო. ეს დახურული პროცესია, ვინ არის, რა არის, რა მოხდა ან მოხდა თუ არა საერთოდ რამე, ეს სასამართლოს დასადგენია და ჩვენ წინსაწარ როგორ ვილაპარაკოთ“- ამბობს დაზარალებულის ადვოკატი დავით ჯალალი.

რა ვიცით ამ დრომდე?

მიუხედავად იმისა, რომ საქმე დახურულია, ჩვენთვის მაინც ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულმა დაზარალებული ბიჭი სოციალურ ქსელში გაიცნო, მათ მიმოწერა ჰქონდათ, შემდეგ კი ბრალდებულმა ბიჭი იძულებით გამოიყვანა შესახვედრად, შემდეგ კი, პროკურატურის ცნობით, სავარაუდო მოძალადემ ბიჭზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა დუმილი ბრალის წარდგენის დროს დაარღვია. კაცი ამტკიცებს, რომ არასწრუწლოვანი ცრუობს და ფაქტებს მძიმე დანაშაულის შესახებ იგონებს. 

საპირისპიროს ამტკიცებს არასწრულწლოვანი. მან საგამოძიებო უწყებას უმძმესი ჩვენება უკვე მისცა. 

წინასასამართლო სხდომა თევნახევარში გაიმართება.