მოლდოვაში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოლდოვაში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) დააკავეს. ლავასოღლის დაკავების ოპერაცია გვიან ღამით კიშინიოვში ჩატარდა.

ლავასოღლი მილიონი ევროს გამოძალვაშია ბრალდებული. მოლდოვის გამოძიების ინფორმაციით, საქმე ორ ბიზნესმენს შორის ფინანსურ დავას ეხებოდა, როცა ერთ-ერთმა მხარემ დახმარება მინდია ლავასოღლის სთხოვა.

ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევის შემდეგ, მინდია გორაძემ საქმის დალაგების სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო და ძვირადღირებული ავტომობილები მიიღო. მოლდოვის პოლიციის მიერ გავრცელებულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ ემუქრება ლავასოღლი ერთ-ერთი ბიზნესმენის ოჯახს ლიკვიდაციით.

 

მინდია გორაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კიშინიოვის სასამართლო, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იმსჯელებს.