ფრთხილად: ბინებში, რომელიც დღიურად ქირავდება, ფარული ვიდეოთვალია დამონტაჟებული

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის ბიჭი, რომელიც მოქალაქეებს შიშველი ვიდეოების გავრცელების მუქარით ფულს სძალავდა

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

დანაშაული, რომელზეც ახლა გიამბობთ, არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. თანამედროვე ეპოქაში, როცა ინტერნეტით, პრაქტიკულად, ყველაფრის შეძენა შეიძლება, ადამიანების ნაწილი ფანტაზიას გასაქანს აძლევს და ცდილობს, ფული არცთუ კანონიერი გზით იშოვოს. ალბათ, ყველამ იცის, რომ პრაქტიკულად, ყველგან ქირავდება ბინა დღიურად. ფასი 50 ლარიდან იწყება და აპარტამენტები 200-300 დოლარიც კი ღირს დღეში. ჰოდა, ამ ბინებს დღიურად ძიროთადად ის ადამიანები ქირაობენ, ვისაც შეხვედრების ადგილი არ აქვთ, არ სურთ სასტუმროში მისვლა და პასპორტების ფრიალი. ასე უფრო მარტივია: დარეკე, გამოართვი გასაღები, გადაუხადე და...

ჰოდა, ერთ-ერთ ასეთ ბინაში მეგობარ გოგონას პოლიციის მაღალჩინოსანი შეხვდა. ერთი შეხედვით, არანაირი კრიმინალი, კაცი თავისუფალია, ქალიც და მათ ერთად ყოფნა სურდათ, თუმცა შეხვედრიდან მესამე დღეს, პოლიციის მაღალჩინოსანს ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა, სადაც გასაგებად ეწერა, რომ თუ ის 5 ათას დოლაარს არ გადაიხხდიდა, ვიდეოს, რომელიც საშხაპეში იყო გადაღებული, მთელი საქართველო ნახავდა და ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდებოდა.  აღნიშნულ ისტორიას სწორედ პოლიციის მაღალჩინოსანი მიყვება და მომხდარს ღიმილით იხსენებს.

„ერთი შეხედვით, არც ვიდეოში იყო რამე, ჯერ მე ვიღებდი შხაპს, მერე - ჩემი მეგობარი ანუ საშხაპეში ერთად არ შევსულვართ, მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო, შენი შიშველი სხეული და ის, როგორ ბანაობ, ნახევარმა საქართველომ ნახოს. მივხვდი იმასაც, რომ ბინის მეპატრონემ არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ბინის მეპატრონე იყო, რადგან გამორიცხული გახლდათ, მის გარეშე ვინმეს ბინაში ვიდეოთვალი დაეყენებინა“, - გვიყვება პოლიციელი.

თანაც, კლიენტის ტელეფონი სწორედ ბინის მეპატრონეს ჰქონდა და ძალოვანს ბევრი არ უფიქრია, სწორედ მას დაადგა. ბინას 50 წლამდე ქალბატონი აქირავებდა და როცა პოლიციელმა მას მკაცრად მოსთხოვა სხვა ფაილების ჩვენებაც, ქალმა პირი დააღო, რას ამბობ, მაგას როგორ ვიკადრებდი, საციხედ თავს არ გავიხდიდიო. მან თქვა, რომ ბინა თავადაც ნაქირავები ჰქონდა, თვეში გარკვეულ თანხას იხდიდა და შემდეგ დღიურად აქირავებდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საშხაპეში შესაძლოა ვიდეოთვალი ყოფილიყო დამონტაჟებული. პოლიციელმა ბინის მეპატრონის მონაცემები ჩაიწერა და ახლა მას დაადგა.

ბინის მეპატრონე არანაკლებ გაოცებული დარჩა, რა ვიდეოთვალი და საშხაპეში შიშველი ხალხის გადაღება და ფულის გამოძალვა, ბინა 2 წელზე მეტია, გაქირავებული მაქვს, ვინც იქირავა, საკეტიც კი შეცვალა და მე პრეტენზია არ მქონიაო. საკეტის შეცვლა დამქირავებელმაც დაადასტურა და ისიც თქვა, მეპატრონეს გასაღები არ მოუთხოვიაო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბინის მეპატრონე საქმეში ვერ იქნებოდა, 2 წლის განმავლობაში ვიდეოთვალს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაწმენდა დასჭირდებოდა, რადგან საშხაპეში ორთქლი თავის საქმეს აუცილებლად გააკეთებდა და როგორი ხარისხისაც უნდა ყოფილიყო აპარატურა, საშხაპეში ორი წლის განმავლობაში უპრობლემოდ ვერ იმუშავებდა.

„ვიდეოთვალის მოხსნა არ მინდოდა, რადგან გამომძალველი დაინახავდა, რომ ვხსნიდი და შესაძძლებელი იყო, ინტერნეტში ვიდეო აეტვირთა. ამიტომ, უნდა გამეგო, ვინ იყო და ფულის გადაცემა გადავწყვიტე“, - გვეუბნება პოლიციის მაღალჩინოსანი.

ფულის გადაცემის დროს დამნაშავის აყვანის შესაძლებლობა გამოირიცხა. როგორც ჩანს, გამომძალველმა საქმე კარგად იცოდა. ამიტომ, მან პოლიციის მაღალჩინოსანს უთხრა, 5 ათას დოლარად კრიპტო ვალუტა იყიდე, საერთაშრისო სავალუტო ბირჟაზე შედი და იქიდან ოფშორულ ზონაში გადმომირიცხეო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გამომძალველს ვერანაირად იპოვნიდნენ. საჭირო იყო, რამის მოფიქქრება და სამართალდამცავმა ბინის მეპატრონეს რამდენიმე კლიენტის ნომერი გამოართვა და მათგან ყველაზე შეძლებული ორი აარჩია, თანაც გამომძალველს შეუთვალა, დრო მჭირდება ფულის მოსაგროვებლად, ყველაზე დიდი, ერთ კვირაში ჩაგირიცხავო. ბინის კლიენტებიდან ერთმა თავი გაიგიჟა, რა გამოძალვა, არაფერი ვიცი, არც იმ ბინაში ვყოფილვარო, მეორემ კი ალალად აღიარა, 10 ათასი მთხოვა და 8 ათასი გადავიხადე, ცოლ-შვილი მყავს და აბა, რა უნდა მექნაო. სქემა ამ შემთხვევაშიც იგივე იყო და ხელმოსაჭიდი არაფერი.

„ისევ იმ ქალთან მივედი, ვინც ბინას აქირავებდა და ვუთხარი, ხომ არ იყო მის კლიენტებში ისეთი ვინმე, ვინც ხშირად ქირაობდა ბინას და რაც მთავარია, მისი წასვლის შემდეგ, იქაურობა არეული არ იყო. ქალს ბევრი არ უფიქრია, მყავს ასეთი კლიენტი, ახალგაზრდა ბიჭია და როცა მიდის, ლოგინი კი არეულია, მაგრამ დამლაგებელი მეუბნება, ლოგინში არავინ წოლილა, თეთრეული სუფთააო. ჰოდა, ამ ბიჭის მონაცემები ავიღე და თვალთვალი დავიწყე“, - გვიყვება პოლიციელი.

თვალთვალის დროს, პოლიციელმა გამომძალველს ვირტუალურ ჩატში შექმნილ ანგარიშზე დაურეკა და დაინახა, რომ ბიჭმა უპასუხა. საუბარი რამდენიმე წამს გაგრძელდა, ხოლო როცა ძალოვანმა ტელეფონი გათიშა, ბიჭმაც გათიშა. ცხადი იყო, გამომძალველი იპოვეს, მაგრამ მისი დაკავება ფაქტზე იყო საჭირო. ამიტომ, თვალთვალი გაგრძელდა და პარალელურად, ძალოვანმა ბინის მეპატრონეს სთხოვა, აბანოში თითქმის მთელი დღის განმავლობაშ, დამლაგებელმა ცხელი წყალი მოშვებული დატოვოს, რომ იქაურობა კარგად დაიორთქლოსო. ასეც მოხდა და მეორე დღესვე ბიჭმა ბინა იქირავა, ადგილზე მარტო მივიდა და ბინაში შესვლიდან 15 წუთში, კარი სამართალდამცავმა შეაღო. ბიჭს აბაზანაში საჰაერო დაშლილი ჰქონდა, იქიდან საკმააოდ მაღალი ხარისხის ვიდეოთვალი ამოეღო და გულდასმით, სპეციალური სითხით წმენდდა. ბედის ირონიით, კამერა იმავე სახლის ინტერნეტზე იყო შეერთებული და კვებასაც ადგილობრივი დენის წყაროდან იღებდა. პოლიციელის დანახვაზე ბიჭი დაიბნა და იყვირა, თუ მომკლავ, ვიდეო ინტერნეტში მაინც აიტვირთებაო, მაგრამ როცა მოსულმა გაიღმა, მიხვდა, მის მოკვლას არავინ აპირებდა.

„იდეა ცოტა ხნის წინ მომივიდა. კომპიუტერული პროგრამები კარგად ვიცი და იმ ბინიდდან გამოსულებს ვყარაულობდი, ავტომობილის ნომერს ვიგებდი, მერე კი დანარჩენ მონაცემებსაც. სწორედ ავტომობილის მარკით ვწყვეტდი, ვის რამდენი უნდა გადაეხადა. თუ წყვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იყო მოსული, საერთოდ არაფერს ვართმევდი“, - აღიარა მან.

ახლა საჭირო იყო, ვინმეს საჩივარი დაეწერა, ამის გაკეთებას კი არავინ აპირებდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ბიჭმა 11 დაზარალებულის სია დადო. 11-დან სამმა არ გადაიხადა, რაც გინდა, ის ქენიო და რაც მთავარია, ბიჭი ცდილობდა პირები არა ინტიმური ვიდეოებით, არამედ, მარტივი, შიშველი ვიდეოებით დაეშანტაჟებინა, რათა დაკავების შემთხვევაში, უფრო მსუბუქი სასჯელი მიეღო. ჰო, ის იმასაც ვარაუდობდა, რომ შესაძლებელი იყო, დაეკავებინათ. დაზარალებულებიდან არცერთს გამოუთქვამს სურვილი საჩივარი დაეწერა და პოლიციამ ისევ ბინის გამქირავებელს მიაკითხა და დააწერინა, რომ საშხაპეში შემთხვევით ვიდეოთვალი აღმოაჩინაა, მიუთითა სავარაუდო დამნაშავეზეც და ბიჭი ოფიციალურად სწორედ ამის საფუძველზე დააკავეს.

მართალია, გამოძიებამ ყველაფერი გამოიკვლია, მაგრამ ეჭვმიტანილს ბრალად მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება წარუდგინეს, გავრცელების მუხლი კი - ვერა, რადგან მას ერთი ვიდეოც არ ჰქონდა გავრცელებული და მეტიც, მის კომპიუტერში არ ინახებოდა ინტიმური სახის ვიდეოები, თურმე, ასეთ ვიდეოებს მაშნვე შლიდა.

ამის მიუხედავად, დაკავებულს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა და საბოლოოდ, მას სამწლიანი პატიმრობა „დაუჩაქუჩეს“.