ვინ და რატომ იძია შური ცნობილი საწარმოს დირექტორის მოადგილეზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბათო ჯაფარიძე

მკვლელობა კაბინეტში

ასე გონია, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც „კარადაში საკუთარი ჩონჩხი“ არ ჰქონდეს ანუ პატარა თუ დიდი ცოდვები ყველას აქვს და ზოგი საგულდაგულოდ ცდილობს მათ დამალვას, ზოგი - დავიწყებას, ზოგიც - გამოსწორებას. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, როცა დანაშაული ხდება და, ერთი შეხედვით, მოტივი არ არსებობს, სამართალდამცავები წარსულში ეძებენ ისეთ რამეს, რ, შესაძლოა, შურისძიების მიზეზი გამხდარიყო. შურისძიების წყურვილი კი ისეთი რამეა, რომ არაა გამორიცხული, რამდენიმე ათეული წელიც კი არსებობდეს და არ განელდეს.არსებობს დანაშაულის ჩადენის ერთი, ძალიან გავრცელებული მიზეზი - „შერშე ლა ფამ ანუ ეძებეთ ქალი. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, წარსულის აჩრდილებიც ახლავს და საბედისწერო ქალიც.

 

სამსახურში მისულმა დირექტორმა კაბინეტის კარი შეაღო, იქ მყოფებს მიესალმა, სავარძელში მოკალათდა - მოადგილეს ანგარიში უნდა წარედგინა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საწარმო მომავალში, მაგრამ მოადგილე არ ჩანდა. მანამდე, დირექტორმა გაღებულ ფანჯარას გახედა, ნოემბერი იდგა და შესაბამისად, გვარიანად ციოდა, უკმაყოფილოდ დაკეტა სარკმელი და თანამშრომლების ხმაც გაიგონა, რომ შემოვედით, ღია დაგვხვდაო. აი, მოადგილის ადგილსამყოფელი კი არავინ იცოდა. დირექტორმა მობილური ამოიღო, რაც იმ დროს იშვიათობა გახლდათ, მაგრამ შეძლებულ ხალხს უკვე ჰქონდა და დარეკა. ყველასთვის მოულოდენად, ტელეფონი კაბინეტში მდგარ ტანსაცმლის კარადაში აწკრიალდა. გაოცებულმა დირექტორმა კარადის კარი გააღო და იქვე ჩაიკეცა - იქ მოადგილის გვამი იდო, გვერდით კი ტელეფონი წკრიალებდა. ვიღაცამ სასწრაფოში დარეკა, ვიღაცამ - პოლიციაში და ნახევარ საათში,დირექტორის კაბინეტი სამართალდამცავებით, ექსპერტებით და ექიმებით გაივსო.

„ერთადერთი, რაც შემიძია გითხრათ, ის არის, რომ მისი მოხსენება საკმაოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო და ამ მოხსენების საფუძველზე, თანამდებობის ორი პირი სამსახურიდან უნდა გამეშვა, ერთი მათგანი - ჩემი მეორე მოადგილე, ხოლო მეორე -საწყობის გამგე. მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ სამსახურს კარგავდნენ და ამიტომ, არ არის გამორიცხული, მოკვლა თუ არა, მისი სიკვდილი სდომოდათ“, -განაცხადა დირექტორმა.

სამართალდამცავებმა მეორე მოადგილე მაშინვე დაკითხეს, რადგან იქ იყო და მან ძალიან მშვიდად ისაუბრა.

„ზუსტად ვიცოდი, რომ თანამდებობის დატოვება მომიწევდა. ამიტომ, თადარიგი დავიჭირე და უკვე სხვა სამსახური მოვნახე, თანაც უკეთესი ხელფასით. მე კარგი სპეციალისტი ვარ და უმუშევარი არ დავრჩები. გადაამოწმეთ იმ საწარმოში, სადაც უნდა გადავიდე და დაგიდასტურებენ, რომ სიმართლეს ვამბობ. შესაბამისად, მკვლელობის არც საფუძველი და რაც მთავარია, არც სურვილი მქონდა. ეს ცხოვრებაა, ხან მუშაობ, ხან - არა“, - განაცხადა მეორე მოადგილემ და მისი სიტყვების გადამოწმების შემდეგ, ეჭვმიტანილთა სიიდანაც ამოირიცხა.

სამაგიეროდ, საწყობის გამგე არ ჩანდა და მდივანმა გაიხსენა, ერთი საათის წინ დარეკა, ფეხი მოვიტეხე და სამსახურშ ვერ მოვალ, საავადმყოფოში ვარო. სამართალდამცავებმა ჩათვალეს, რომ ფეხი ფანჯრიდან გადახტომის დროს მოიტეხა, რადგან დაასკვნეს, მკვლელი სწორედ ამ გზით მიიმალა და საავადმყოფოში წავიდნენ.

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ სად მოკლეს და სამსახურიდან გაშვებასაც შეგუებული ვიყავი. რაც შეეხება ფეხს, დღეს დილით, საკუთარი კორპუსის ეზოში, სადარბაზოდან რომ გამოვდიოდი, ბოლო საფეხურიდან გადმოვხტი და უხერხულად დავხტი, ფეხიც სწორედ მაშინ მომტყდა. ამ ფაქტ, ყველაზე ცოტა, შვიდი ადამიანი შეესწრო. იქიდან პირდაპირ საავადმყოფოში მომიყვანეს“, - განაცხადა საწყობის გამგემ და მისი ალიბიც დადასტურდა.

სამაგიეროდ, სხვა თანამშრომლებმა თქვეს, რომ რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილს კამათი უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან მოუვიდა და რაც მთავარია,ეს ახალგაზრდა მანამდეც ნანახი ჰყავდათ. ის ბიჭი მაშნაც შენიშნა ვიღაცამ ეზოში, როცა ადგილზე უკვე პოლიციელები მუშაობდნენ. ერთ-ერთმა ისიც თქვა, მგონი, მისი სასიძოაო და მძიმე სიტუაციის მიუხედავად, სამართალდამცავები გარდაცვლილის ახლში წავიდნენ, სადაც ცოლ-შვილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბოლო ხმაზე მოთქვამდა. როგორც გაირკვა, კაცს მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდა და სწორედ მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო. უფრო ზუსტად, სასიძო არ მოსწონდა, ღარიბიაო და უკეთესს ეძებდა. ღარიბი ბიჭი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრი იყო და მრთალია, ფული თავზე არ გადასდიოდა, მაგრამ ალალი შრომით, სამყოფ თანხას შოულობდა.რაც მთავარია, მასზე ამბობდნენ, რომ დიდი სპორტსმენი გახდებოდა და კარიერასაც მალე ევროპაში გააგრძელებდა, რაც სასიმამროს არ ჯეროდა.

„კონტრაქტი გავაფორმე უცხოურ კლუბთან და სასიმამროსთან სწორედ ამ კონტრაქტის ასლით მოვედი, მინდოდა, ენახა, მაგრამ ბევრი ხალხიდავინახე, მათ შორის, პოლიციელებიც, გავიფიქრე, რომ რაღაც მოხდა და წამოვედი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი საცოლის მამა მოკლეს“, -თქვა ბიჭმა და კონტრაქტი პოლიციასაც აჩვენა. რაც მთავარია, ეს ახალგაზრდა აშკარად არ იყო ის ტიპაჟი, კაცი მოეკლა, უფრო თავად იზამდა ყველაფერს, რათა სასიმამროსთვის თავი მოეწონებინა და აკი, გააკეთა კიდეც.

„დეტალური ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მკვლელმა დანის დარტყმის დროს, ხელი გაიჭრა და მისი სისხლის რამდენიმე წვეთი პერანგზე დაეცა. შედეგად, ჩვენ ვიცით მკვლელის სისხლის ჯგუფი და ვიცით ისიც, რომ ის დაავადებულია ვიტილიგოთი. ეს დაავადება გენეტიკური არ არის, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ მემკვიდრეობით არავის გადაეცემა.ყოფილა შემთხვევები, რომ ვიტილიგო მემკვიდრეობით გადაცემულა“, - ასეთი იყო ექსპერტის დასკვნა.

ვიტილიგო კანის იშვიათი დაავადებაა, რომელიც პიგმენტაციის დარღვევაში გამოიხატება. ამ დროს,კანზე ჩნდება სხვადასხვა ზომის გაუფერულებული ლაქები, მკვეთრი საზღვრებით. დასკვნის წაკითხვის შემდეგ, გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. როცა ისინი გარდაცვლილთან სახლში იმყოფებოდნენ, მათ ადვილად შეამჩნიეს გოგონას ხელებზე არსებული სიჭრელე ანუ გოგონას სწორედ ეს დაავადება ჰქონდა, მაგრამ... გოგო და მამის მკვლელი? რა თქმა უნდა, მაშნვე სისხლის ანალიზი აიღეს და ექსპერტის დასკვნას მოუთმენლად დაელოდნენ.

ორი რამის თქმა შემიძლია. პირველი ის, რომ ეს გოგო გარდაცვლილის შვილი არ არის, მეტიც, მასთან კავშირი არ აქვს, ხოლო მკვლელის სისხლი მისას თითქმის ასი პროცენტით ემთხვევა, თუმცა მისი არ არის“, - განაცხადა ექსპერტმა.

ამის შემდეგ დედა-შვილის დაკითხვის დრო დადგა.

ჩემი პირველი მეუღლე მუდმივად მცემდა, მაშინაც კი, როცა ორსულად ვიყავი. როცა გოგონა მეყოლა დაორი თვის გახდა, ჩემი ქმარი მკვლელობის გამო დაიჭირეს, შემდეგ ციხეში ახალი დანაშაული ჩაიდინა და დაუმატეს. ჩემი შვილი 4 წლის იყო, როცა მომავალ მეუღლეს შევხვდი. რაღაც პრობლემის გამო, მას საკუთარი შვილი არასდროს ეყოლებოდა, მითხრა, ცოლად გამომყევი, შენს შვილს საკთარივით გავზრდიო და მართლაც, ასე მოიქცა. ჩემმა ქმარმა როცა გაიგო, რომ გავთხოვდი, დამემუქრა, ციხიდან რომ გამოვალ, ქმარს მოგიკლაავო, მაგრამ ვიცოდი, ძალიან დიდხანს არ გამოუშვებდნენ და სიბრაზე გადაუვლიდა. მისი არსებობა აღარც კი მახსოვდა და არც ის ვიცი, ახლა გარეთ არის, თუ ციხეში“, - ტირილით მოჰყვა ქვრივი.

სამართალდამცავებმა მაშნვე გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ყოფილი ქმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ორი კვირის გამოსული იყო. მისი ადგილსამყოფელი მარტივად დადგინეს - ციხის ძმაკაცის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ იქ მისულებს არავინ დახვდათ - ორი დღის წინ წავიდა და იმის მერე, აღარ მინახავსო, განაცხადა სახლის პატრონმა.

სად შეიძლებოდა წასულიყო მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წარმოდგენა არავის ჰქონდა, თუმცა მოკლულის სახლის ტელეფონზე ზარი გაისმა - შენი ქმარი ხომ გავისტუმრე, ახლა შენი ჯერიაო, იმუქრებოდა ქმარყოფილი და ძალოვნებმაც ჩასაფრება მოაწყვვეს. ორკვირიანი ლოდინის შემდეგ, მკვლელი დილით გამოჩნდა, სადარბაზიში სირბილით შევიდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. მისი სიფრთხილე ზედმეტი იყო, სახლში ორი კვირასამი სამართალდამცავი მორიგეობდა, კიდევ სამი - სახლის გარეთ. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მაინც მოასწრო და ერთ-ერთ სამართალდამცავს დანა დაუსვა, თუმცა ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა. მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ერთი შეხედვით, სასჯელი სოლიდურია, მაგრამ... ამ შემთხვევაში, აშკარად ცოტაა.