მკვლელობა კუკიის დასახლებაში - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თაღლითური სამშენებლო კომპანიები - დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. 10 მილიონზე მეტი ლარის მითვისებაში მხილებული პირები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მეტიც, ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ამტკიცებდა, რომ ბრალდებული აქეთ თვითონ იყო დაზარალებული და მისი სახლი სხვებმა მიითვისეს.

სასამართლო დარბაზი დაზარალებული მოქალაქეებით იყო გადავსებული, იმ ადამიანებით, ვინც თღლითობისთვის დაკავებულმა მშენებლებმა დიდი ფული წინასწარ აიღეს, თუმცა სახლები არ აუშენეს. პროკურატურა დაკავებულებს ორგანიზებულ დანაშაულს ედავება.

დაზარალებულიები ამბობენ, რომ მათ თაღლითობაში მხილებული პირები ახლადაშენებულ სახლებს ჰპირდებოდნენ, თუმცა დაპირება ცრუ აღმოჩნდა.