წყალქვეშ ვახშამს სთავაზობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰოლანდიურმა კომპანია U-Boat Worx-მა წყალქვეშა აპარატი შექმნა, რომლის ფართობიც 150 კვადრატული მეტრია. მას შეუძლია 200 მეტრის სიღრმეზე ჩაეშვას და რესტორნის ფუნქცია შეასრულოს, რომელიც 120 ადამიანს მოემსახურება. ამავე ფართობზე თავსდება კაზინო, საქორწინო ცერემონიების დარბაზი და საკონფერენციო დარბაზები - პრეზენტაციებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. წყალქვეშა გასართობი პლატფორმა აკუმულატორებზე მუშაობს, რომელიც დამუხტვის გარეშე, 24 საათს ძლებს. აპარატს 14 ფართო ფანჯარა აქვს, რომელიც სტუმრებს მიმზიდველი წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების საშუალებას მისცემს. ამჟამად, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბიზნესმენებთან და„ჩასაძირად“ შესაფერის ადგილს ეძებს.