საკუთარი ნაგვით შეიმოსა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ყურადღების მიქცევის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა ამერიკელმა რობ გრინფილდმა. მან გადაწყვიტა, ერთი თვის განმავლობაში, ის ნარჩენები ატაროს, რომელსაც თავად დააგროვებს.

მთელი ნაგავი, მათ შორის, ბოთლები, ჭიქები, პაკეტები, რობმა გამჭვირვალე ცელოფნისგან შეკერილ კოსტიუმში მოათავსა და ასე ჩაიცვა. გრინფილდი იმედოვნებს, რომ როცა ადამიანები დაინახავენ, რამდენ ნარჩენს აგროვებენ, უფრო გონივრულად მოიხმარენ ყველაფერს. აღსანიშნავია, რომ ქუჩაში, „ნაგავში გამოწყობილი“ მამაკაცის დანახვისას, გამვლელები დადებით რეაქციას გამოხატავდენ.