პლასტმასის სწრაფად დაშლის გზას მიაგნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა ლაიფციგის უნივერსიტეტიდან, ახალი ფერმენტი PHL7აღმოაჩინეს, რომლის დახმარებითაც პლასტმასის დაშლა 90%-ით, სულ რაღაც 16 საათშია შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ახალი ნივთიერება შლის პოლიეთილენის ტარას - ტერეფტალის მჟავასა და ეთილენგლიკოლად. მათ კი, თავის მხრივ, სპეციალისტები შემდეგში ახალი პროდუქტის შესაქმნელად, მეორადად გამოიყენებენ. მკვლევარებმა სულ შვიდი სხვადასხვა ფერმენტი აღმოაჩინეს და ყოველი მათგანი, ექსპერიმენტების მეშვეობით, საგულდაგულოდ შეისწავლეს. სწავლულები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს პლასტმასის გადამუშავების გაუმჯობესებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.