კრიზისმა მილიარდერებსაც დაარტყა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია არა მხოლოდ რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე აისახა, არამედ, მილიარდერებზეც. ამის დასტური გამოცემა „ფორბსის“ სიაა. 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის კაპიტალი 4 ტრილიონი დოლარია, რაც 11%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ერთ-ერთი, ვისთანაც ამ კრიზისს არ მიუღწევია, ილონ მასკია, რომელიც წელს, პირველად ჩაუდგა სათავეში „ფორბსის“ რეიტინგს. მისი ქონება 2022 წელს, დაახლოებით, 60.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მეორე პოზიციას Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი ნახა კომპანიის აქციების 27%-ით გაუფასურების შემდეგ. ლიდერთა სამეულშია ბილ გეითსიც - Microsoft-ის დამფუძნებელი. პოზიციების შენარჩუნება ბევრმა მილიარდერმა ვერ შეძლო, მათ შორის, მარკ ცუკერბერგმაც - გასულ წელს, გამოცემის სიაში, ის მესამე ადგილს იკავებდა, წელს კი საერთოდ ამოვარდა ტოპ-ათეულიდან. მარკმა 77 მილიარდი დოლარი დაკარგა და იმ მდიდართა რეიტინგს ლიდერობს, რომელთაც წელს ყველაზე დიდი დანაკარგები ჰქონდათ.