ბრიუს უილისმა ციფრული ორეული გაყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

67 წლის პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ბრიუს უილისმა, რომელმაც ავადმყოფობის გამო კარიერა დაასრულა, საკუთარი გამოსახულების გამოყენების უფლება გაყიდა. მყიდველი რუსული ტექნოლოგიური კომპანია Deepcake-ია. ასე რომ, ჰოლივუდის ვარსკვლავი, შესაძლოა, კვლავ ვიხილოთ ეკრანებზე - ფილმებში, სერიალებსა თუ რეკლამაში. „კერკეტი კაკალი“ პირველი ჰოლივუდელი არტისტია, რომელმაც საკუთარი ციფრული ორეულის გამოყენების უფლება გაყიდა.