ბატარეა ლიმონისგან დაამზადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ საიტზე ახალი მსოფლიო რეკორდი წარადგინეს - ყველაზე მაღალი ძაბვის (2307.8 ვოლტი) წარმოქმნა ხილის ბატარეით. ამ რეკორდის დასამყარებლად, 2 923 ცალი ლიმონი გამოიყენეს. გაერთიანებული სამეფოს ქიმიური საზოგადოება, გამოქვეყნებულ ვიდეოში, დეტალურად აღწერს, როგორ წარმოიქმნება ელექტრობა და რატომ გამოიყენეს ამ ექსპერიმენტში ლიმონი. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ლიმონის ბატარეის პროტოტიპი შემთხვევით არ დაუმზადებიათ - მას დაბალნახშირბადიანი ენერგიის შესაქმნელად იყენებენ, რაც ასე აუცილებელია თანამედროვე სამყაროსთვის.