ქალს უნიკალური მეხსიერება აქვს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ, ბევრმა სამედიცინო გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია ქალზე, რომელსაც ტვინის მოქმედების განსაკუთრებული დარღვევები აღენიშნება. ავსტრალიელ რებეკა შეროკს მედიკოსებმა უიშვიათესი დაავადების - ჰიპერთიმეზიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ სენის „წყალობით“, მას განსაკუთრებული ავტობიოგრაფიული მეხსიერება აქვს. რებეკას ტვინი იმით განსხვავდება, რომ ის სულ სხვაგვარად მუშაობს - ქალს არ ავიწყდება არც ერთი მოვლენა, ძალიან უმნიშვნელოც კი, რასაც ჩვეულებრივ, ადამიანები ვერც კი იმახსოვრებენ ხოლმე, რადგან ასეთი წვრილმანები უმნიშვნელოა. ამ ავსტრალიელს კი, უბრალოდ თვალმოკრული სახეები, საგნები, შემთხვევით წაკითხული ტექსტი და დანახული ციფრებიც კი შესანიშნავად ახსოვს, თანაც, ფოტოგრაფიული მეხსიერებით.

რებეკას მისი ცხოვრებიდან ყველაფერი ახსოვს - ნაადრევი ბავშვობიდან და რაც მთავარია, თარიღებით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ფემომენი იშვიათია და ამ მომენტისთვის მსგავსი მეხსიერება მსოფლიოში მხოლოდ 80 ადამიანს დაუდგინდა. მათ ტვინს, უბრალოდ, არ შეუძლია, თავიდან მოიშოროს უსარგებლო ინფორმაცია, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, ხოლმე. ამ ფენომენის მფლობელებისთვის ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია, რადგან მათ არ შეუძლიათ წაშალონ მეხსიერებიდან ცუდი მოგონებები, უსიამოვნებები, ახლობლის დაკარგვის ტკივილი და სხვა.