აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამთვიანი კლების შემდეგ, აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 სექტემბრისთვის, ქვეყანა 4.82 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, რაც ბოლო 1 თვეში 170.8 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

სარეზერვო აქტივებში 3.79 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. ამავე პერიოდისთვის საქართველო 576.7 მლნ დოლარის ღირებულების ოქროს ფლობდა.

მიუხედავად აგვისტოში რეზერვების შევსებისა, წლიურ ჭრილში, სარეზერვო აქტივების მოცულობა მაინც მკვეთრად - 594,4 მლნ დოლარით არის შემცირებული.