დღეგრძელობის მიზეზი დაადგინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედმა მეცნიერებმა დაასრულეს კვლევაზე მუშაობა, რომელიც 50 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. სწავლულები იმ 855 ადამიანის ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ, რომლებიც გეტებორგში, 1913 წელს დაიბადნენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მკვლევარებმა რამდენიმე რეკომენდაცია მოამზადეს მათთვის, რომლებსაც სურთ გაიმეორონ ექსპერიმენტის მონაწილეების მიღწევა და 100 წლამდე და მეტხანს იცოცხლონ. სწავლულები ამტკიცებენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 50 წლის ასაკში (თუ ამ დროისთვის ხერხდება ცხოვრების კარგი პირობების შექმნა, ეს მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის წლებს), გენეტიკური მიდრეკილება დღეგრძელობისკენ დედის მხრიდან, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონე და მოწევაზე უარის თქმა. ვისაც დიდხანს სიცოცხლე სურს, მეცნიერები ურჩევენ, დღეში ოთხ ფინჯანზე მეტი ყავა არ დალიონ.