მაკარონის ტორტებს აცხობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მდებარე საცხობი - Tot Aw ორიგინალურ ტორტებს სთავაზობს მათ, რომლებსაც ტრადიციული ტკბილეულობა მობეზრდათ. ტიპიური ცომის, კრემისა და მარციპანის ნაცვლად, ტორტები სწრაფი მომზადების მაკარონისგანაა გაკეთებული. დამატებითი ინგრედიენტებია ჩაშუშული საქონლის ხორცი, ქათამი, მდნარი ყველი და სხვა. მოსართავად კი წვრილ პომიდორსა და მწვანილეულს იყენებენ. კლიენტებს ტორტის შიგთავსის არჩევა სურვილის მიხედვით შეუძლიათ. სტანდარტული, ორსართულიანი ტორტის დასამზადებლად, დაახლოებით, 17 შეფუთვა მაკარონი იხარჯება. ასეთი „დესერტით“ კი 8-10 ადამიანის დაპურებაა შესაძლებელი. ამ უჩვეულო ტორტებს საცხობი ამზადებს ქორწილების, დაბადების დღეებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.