ანტივაქსერ მშობლებს უჩივიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში, სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ორი მოზარდი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს საკუთარ მშობლებს, რომლებიც მათ უფლებას არ აძლევენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. 17 წლის ფლორენციელმა ბიჭმა ოჯახის ადვოკატების ასოციაციას მიმართა. მას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია საშუალებას მისცემს, მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ გაერთოს და იმოგზაუროს, მაგრამ მშობლები აცრის წინააღმდეგნი არიან. არადა, მოზარდს არ აქვს უფლება, პრეპარატი დედ-მამის თანხმობის გარეშე მიიღოს. მეორე მსგავსი შემთხვევა ქალაქ არეცოში მოხდა. იქაური 16 წლის ბიჭსაც სურს, ვაქცინაციის უფლებს სასამართლოს ძალით მიიღოს.