ჩეხებმა უკრაინას მხარდაჭერა ორიგინალურად გამოუცხადეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთში, ყინულის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ჩეხეთის ნაკრებიც ასპარეზობს. ერთ-ერთი მატჩის დროს, ჩეხმა ფანებმა საკუთარი დროშის გვერდით, უკრაინის დროშაც გამოფინეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა დროშა მაშინვე ჩამოახსნევინეს, აქაოდა, მსოფლიოს ჩამპიონატზე მხოლოდ იმ ქვეყნის დროშის გამოფენაა დაშვებული, რომელიც მონაწილეობს და უკრაინა ტურნირზე არ არისო.

მეორე შეხვედრაზე, ჩეხებმა თეთრი ზეწარი გადმოფინეს, რომელსაც ზემთ ეწერა „ლურჯი ფერი“, ქვემოთ კი - „ყვითელი ფერი“. ორგანიზატორებმა აღნიშნულ დროშას წუნი ვერ უპოვეს, ვერც ის დაამტკიცეს, რომ ეს რეალურად უკრაინის დროშა იყო და შედეგად, ლურჯ-ყვითელი წარწერა მთელი მატჩის განმავლობაში ამაყად ფრიალებდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე