გაფრინდაშვილმა პირველი პარტია მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო ჭადრაგის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილისა და კომპანია Netflix-ის სასამართლო დავა გრძელდება. ეს იმის მიუხედავად, რომ Netflix-ის ადვოკატებმა პირველ პროცესზე სარჩელის უარყოფა მოითხოვეს, აქაოდა, ფილმი, რომელზეც მოჭადრაკე გვედაქვება, მხატვრულია და არა დოკუმენტურიო, თუმცა...

„ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,“-ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.

სხვათა შორის, სასამართლო განხილვისას დაიკითხა სერიალის სცენარის ავტორი სკოტ ფრენკი. მან სკოტმა აღიარა, რომ მოჭადრაკის შესახებ სიმართლე იცოდა.

„ფრენკი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას. ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი. Netflix-მა სკოტის ჩვენება საქმეს თავის სასარგებლოდ დაურთო. ახლა, როცა წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ“,-განაცხადა ქალბატონი ნონას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

„მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გრძელდება“,-ეს განცხადება კი ქალბატონმა ნონამ გააკეთა.