ქუმარიტაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა. ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან უკვე მიიღო. ქუმარიტაშვილი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება. საბა 2010 წელს, კანადის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.

უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრების წევრები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ: კაცებში – მორის ყვითელაშვილი, ქალებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.