ნადალმა ისტორია გადაწერა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიის ღია პირველობა დასრულდა და ფინალურ შეხვედრაში ესპანელმა რაფაელ ნადალმა უმძიმეს ბრძოლაში რუსი დანილ მედვედევი დაამარცხა. შეხვედრაში, რომელიც 5 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ  2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5 დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე, პირველად მოხდა ზედიზედ ორი სეტის წაგების შემდეგ ვინმეს ფინალი მოეგოს, ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი მუზარადის ტურნირი 21-ჯერ მოიგო. 20-ჯერ ტურნირები მის გარდა როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდათ მოგებული, ახლა კი ნადალი მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენია.

რადგან ჯოკოვიჩი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ სერბი ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ავსტრალიიდან გამოაძევეს და ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ნოვაკი აუცრელია და აცრის გაკეთებას არც აპირებს, აუცრელ სპორტსმენებს კი აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება არ აქვთ. ჰოდა, ახლა გაირკვა, რომ აუცრელ ჩოგბურთელებს არც დიდი მუზარადის სხვა ტურნირებზე დაუშვებენ და დიდი შანსია, ნოვაკმა აცრის გამო, ამერიკის ღია პირველობა, „როლან გაროსი“ და „უიმბლდონი“ გამოვტოვოს.