104 ახალი სტატია

ნაპოლეონის ძეგლის პოსტამენტში დამალული სკივრის საიდუმლო.

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუანში მერიას სურს ნაპოლეონის ნაცვლად ჟიზელ ჰალიმის ქანდაკება დააყენოს

სკივრი მე -19 საუკუნიდან იყო დამალული 
მასში იპოვეს დოკუმენტების შეკვრა და ლატუნის მილი, რომელიც მალავს ჯერ კიდევ დაუდგენელ საგანს.
რუანში მდებარე ჰოტელ-დე-ვილის მოედანზე ნაპოლეონის ძეგლი საიდუმლოს ინახავდა. 2020 წლის 2 ივლისს, როდესაც ქალაქის სამსახურებმა ბრინჯაოს ქანდაკება მოხსნეს,პოსტამენტში აღმოაჩინეს მე -19 საუკუნით დათარიღებული ზარდახშა. ელიზაბეტ ლაბაი, - მუნიციპალური მრჩეველი, რომელიც პასუხისმგებელია ტურიზმის, მემკვიდრეობის სფეროზე. - "ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, დამფუძნებლები ამას ხშირად აკეთებენ, ტოვებენ ხელმოწერას ან სხვა ელემენტებს".
მიუხედავად იმისა, რომ ზარდახშა ივლისში აღმოაჩინეს, ამ საიდუმლოს ფარდა ნელა ეხდება. მისი შინაარსის გამოვლენას ახალი მუნიციპალური გუნდი ახლახანს შეუდგა. ობიექტი დეკემბრამდე დახურული იყო. მისი გახსნის, შემდეგ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს დოკუმენტების შეკვრა. ელიზაბეტ ლაბაი ამბობს, რომ ”დოკუმენტებში არის სახელები და გვჯერა, რომ ესენი არიან ის დონორები, ვინც ნაპოლეონის ქანდაკების დადგმას შეუწყო ხელი”.

იდუმალი სპილენძის მილი
ტენიანობისგან დაზიანებული დოკუმენტები გადატანილ იქნა უწყებრივ არქივში. „საჭირო იყო მათი სპეციალურ ტემპერატურაზე განთავსება, რომ არ გამოშრეს ჰაერში”, - განუმარტა ქალაქის მრჩეველმა France Bleu- ს. რუანის მერიამ, რომელიც კულტურულ საქმეთა რეგიონალურ დირექტორატთან ერთად მუშაობს, სთხოვა ექსპერტებს დახმარება პერგამენტის აღდგენისა და შენახვის საკითხებში.
საიდუმლო საცავში მოთავსებული კიდევ ერთი ობიექტი, დაახლოებით ოცი სანტიმეტრის ლატუნისის მილი. თვითონაც შეიცავს საგანს, რადგან წკარუნის ხმა ისმის, როდესაც მას აქანებენ. „იქნებ მედალია? ”ეკითხება მრჩეველი ექსპერტს. მაგრამ სანამ სპეციალისტები ამ მილს არ გახსნიან შეუძლებელია მისი საიდუმლოს გაგება.

ასევე წაიკითხე: რუანში მერიას სურს ნაპოლეონის ნაცვლად ჟიზელ ჰალიმის ქანდაკება დააყენოს

სანამ ნაპოლეონის ქანდაკება Yvelines- ის სამსხმელო ქარხანაში რესტავრაციას ელოდება. (შეკეთება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში), ამ პერიოდის გამოყენებას ცდილობს, რუანის მერი ნიკოლას მაიერ-როსინიოლი. იგი აპირებს დრო მოახმაროს „დებატებსა და მოქალაქეებთან კონსულტაციას" ქანდაკების ადგილის მომავალზე. ”მშვენიერი იქნებოდა რომ რუანი ყოფილიყო საფრანგეთის პირველი ქალაქი, სადაც მოეწყობოდა Place de la Mairie- ზე ქანდაკება ან ხელოვნების ნიმუში, რომელიც მიეძღვნებოდა ჟიზელ ჰალიმს, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ ფიგურას. დებატები ღიაა! ”- დაწერა მან სექტემბერში Twitter- ის საკუთარ ანგარიშზე. ადვოკატი, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა ქალთა საქმესა და აბორტის უფლებას, გარდაიცვალა 2020 წლის 28 ივლისს 93 წლის ასაკში. ქალაქის მაცხოვრებლები მოწვეულნი იქნებიან აირჩიონ, ვისი ძეგლი უნდა განთავსდეს სასტუმრო-დე-ვილის მოედანზე. ეს გადაწყდება კონსულტაციის დროს, რომელიც სექტემბერში უნდა დაიწყოს.