დედაქალაქი
ქვემო სამგორში, ბოგდან ხმელნიცკის №1 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
სამგორის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
სამგორის გამგეობა ქინძმარაულის შესახვევში გზის მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს
სამგორის რაიონის გამგეობა ქინძმარაულის შესახვევში, N4- 6- 6ა- 9 - 10 კორპუსებიდან N25 კორპუსამდე გზის მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 8 000 კვ. მ გზის კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება შიდა კვარტალური გზები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მოასფალტდება შიდა ეზოები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 500 000 ლარია. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
ვარკეთილში, შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, N12 ბაგა-ბაღის ეზოში მწვანე ნარგავები დარგეს
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანებას განაგრძობს.
თბილისის ბაგა-ბაღების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ნერგების დარგვის აქცია, ამჯერად N მე-12-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც 56-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა მიიღებეს.
აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა ბაგა-ბაღებში კიდევ გაგრძელდება.
სკვერების, მიწისქვეშა გადასასვლელების, საგზაო ნიშნების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაზიანებაზე შესაძლოა 300 ლარიანი ჯარიმა დაწესდეს
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდეს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც სხვადასხვა პირები საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ობიექტებს მიზანმიმართულად, განზრახ აზიანებენ.
“გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე და ნინო იობაშვილი.
ქვემო სამგორში, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები მიმდინარეობს
ქვემო სამგორში, ლორთქიფანიძის №30-44-46 კორპუსების მიმდებარედ, წყალარინებისა და წყამომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 400 გრძივი მეტრის მოცულობის წყალარინების, ხოლო წყამომარაგების 303 გრძივი მეტრი ქსელი ეწყობა.
სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ექსპრეს კომპანია“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 145 400 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
ლილოს დასახლებაში ქუჩების მიასფალტება მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩიდან თენგიზსტურუას ქუჩის კვეთამდე, ასფალტ- ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს აწარმოებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 4 220 კვ. მ-ის მოცულობისტერიტორიის მოწესრიგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 214 000 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთადგაეცნო.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება - მერია
თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში მარტიდან დამატებით 300 ბავშვს და მოზარდს ჩართავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 8 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.
"პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაწყებისას, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის პროგრამის ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს.
რას მოიცავს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვის ბაზრის შექმნას ითვალისწინებს. რეფორმის პრეზენტაციაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ ტაქსის 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება.
პირველი აპრილიდან ტაქსის მძღოლებისთვის შემდეგი ცვლილებები ამოქმედდება:
ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა;
A კატეგორიის ნებართვა ფასიანი აქტივი იქნება;
A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე შესვლა, ფიზიკურ პირებთან ერთად, იურიდიულ პირებსაც შეეძლებათ;
20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას;
პირველი აპრილიდან მერიაში უვადო ნებართვის აღება მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას. ერთ ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთი ნებართვის აღების უფლება ექნება;
ყველა დანარჩენ მოქალაქეს, პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ნებართვის მიღება, შესყიდვის ან იჯარის გზით, იმ პირებისგან შეეძლება, რომლებიც მას ფლობენ;
პირველი აპრილიდან ამოქმედდება ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ყველა ტრანზაქციის განხორციელება იქნება შესაძლებელი;
პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. რომლის ვადად 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი განისაზღვრა;
A კატეგორიის ნებართვა, რომელიც დადგენილ ვადაში არ გააქტიურდება, ავტომატურად გაუქმდება ვადის გასვლისთანავე;
A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. მოქალაქეს, რომელიც აიღებს ნებართვას, მაგრამ არ გამოიყენებს და შეინახავს, დღეში 3 ლარის გადახდა მოუწევს. იმ პირს კი, რომელიც აიღებს ნებართვას და შესაბამის საქმიანობაში ჩაერთვება, ეს საფასური არ შეეხება;
ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არასოდეს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა და ახორციელებენ, ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიის ბაზარზე ტაქსის მომსახურება, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ 2023 წლის 20 მარტამდე აიღებენ დღეს არსებული სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ რეფორმა A კატეგორიის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება B კატეგორიას, მერიაში აცხადებენ, რომ მასთან დაკავშირებული წესები უცვლელი რჩება.
აღსანიშნავია, რომ პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა/ჩამოსმა შეეძლებათ.
ტაქსების რეფორმა 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. რეფორმის შედეგად გაიცა A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში - 7798 ნებართვა.
სამგორის რაიონის გამგეობა კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ატარებს
სამგორის რაიონის გამგეობა, ვარკეთილი 3- ის II მიკრორაიონში N24-26-27-28 კორპუსებისეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს. მიმდინარე ეტაპზე, წესრიგდება ასფალტის საფარი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე გამგეობამ 30-მდეფარეხების დემონტაჟი უკვე განახორციელა და პროექტის დასრულებამდე კვლავ იგეგმებარამდენიმე ავტოფარეხის აღება, სადაც მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება.
სამუშაოებს ადგილზე რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთანერთად გაეცნო.