საქნავთობის დასახლებაში 16000 კვ.მ-ზე, 80 ავტოფარეხის ადგილას, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში სკვერების კეთილმოწყობა გრძელდება.
ლილოში, საქნავთის დასახლებაში, 16000 კვ.მ ფართობზე , 80-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები,
სატრენაჟორო და სპორტული მოედნები.
ტერიტორია მთლიანი ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრება. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით. დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, ასევე, დაიგება, დეკორატიული ფილები, შეიცვლება სარწყავი და განათების ქსელი.
ადგილზე სკვერისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება .
აღნიშნული ტერიტორია აქამდე სრულიად აუთვისებელი იყო და ადგილობრივებს მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებლი სივრცე არ ჰქონდათ.
პროექტის ჯამიური ღირებულება 2 მილიონი ლარია .
სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.