დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო - თბილისის მერია

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის თქმით, ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა მოხდება.

"დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა დირექტორის მოადგილე დავით გელოვანმა.

მერია ამბობს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ქუჩები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობით მოირეცხება.