წმინდა ბარბარეს უბანში წყალსადენის ქსელი მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგეობა, წმინდა ბარბარეს უბანში, ვ. შანავას ქუჩასა და შანავას I შესახვევში, N134-135-136 -137 -138 -139 კორპუსების მიმდებარედ, წყალსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, დაახლოებით, 445 გრძივი მეტრი ქსელის მოწყობა, რისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 119 990 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.