ყინულის დიეტა შეიმუშავეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეერთებულ შტატებში, სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ყინულის დიეტა, რომლის ავტორიც გასტროენტეროლოგი, ბრაიან ვაინერია. დოქტორმა არა მხოლოდ გაანდო გახდომის მსურველებს ყინულის უპირატესობა, მათ ამ თემაზე წიგნი - The Ice Diet დაუწერა და ინტერნეტში უფასოდ განათავსა. წიგნში აღწერილია ახალი დიეტის ყველა ძირითადი უპირატესობა და განსაკუთრებული თვისებები. ამერიკელი სწავლულის განცხადებით, ყინული შესანიშნავად წვავს კალორიებს (160 კილოკალორიას ისევე, როგორც 1.6 კილომეტრის გარბენისას). თუმცა, დოქტორის თქმით, ყინულით ზედმეტად გატაცებაც არ ღირს, საკმარისია, დღე-ღამეში მხოლოდ ერთ კილოგრამამდე მიირთვათ. ვაინერის თქმით, როცა ადამიანი ყინულის მნიშვნელოვან რაოდენობას მიირთმევს, მისი ორგანიზმი ამ ყინულის გასადნობად, ენერგიას წვავს. ყინულის ჭამა, გარკვეულწილად, დანაყრებასაც იწვევს, რადგან გადნობამდე, ფიზიკურად ავსებს სივრცეს პირის ღრუსა და შემდგომ კუჭში. ასე რომ, ყინულით ორმაგი ეფექტის მიღწევა შეიძლება - დანაყრდებით და ამავდროულად, ზედმეტ კალორიებსაც დაწვავთ. დოქტორის განცხადებით, ყინულის ზომიერად მიღება ადამიანის ჯანმრთელობას არავითარ პრობლემას არ შეუქმნის. რაც შეეხება კბილებს, ყინულის დაკვნეტისას, შესაძლოა, კბილის ემალი და ღრძილებიც დაზიანდეს. ამ შემთხვევაში, დოქტორი მსურველებს ურჩევს, ყინული ან პირში გაადნონ, ან დაფხვნან და ისე მიირთვან.