რონალდუ შვილს ტელეფონს უკრძალავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, საკუთარ 11 წლის ბიჭს არ აძლევს უფლებას, ჰქონდეს მობილური ტელეფონი. სპორტსმენის თქმით, ამ ასაკში ბავშვმა უნდა გააცნობიეროს შრომის ფასი, რათა სიფრთხილით მოეკიდოს საგნებს. ის გამუდმებით მეკითხება, შეიძლება თუ არა, ჰქონდეს ტელეფონი. მე უარს ვეუბნები, რადგან ჯერ ადრეა. რასაკვირველია, როგორც მშობელმა, მინდა, მას ყველაფერი მივცე, მაგრამ მავდროულად, მინდა, რომ გულმოდგინედ იშრომოს, შრომა დააფასოს და მოკრძალებული ადამიანი იყოს, - აცხადებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი. რონალდუ აღნიშნავს, რომ შეუძლია შვილი ყველაფრით უზრუნველყოს, მაგრამ მან უნდა გააცნობიეროს, რომ დიდი სიხარულისთვის მსხვერპლის გაღებაც საჭიროა.