საზღვაო ძალებში თეთრ მამაკაცებს არ მიიღებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალებში დროებით შეჩერებულია თეთრკანიანი მამაკაცების მიღება. მიზეზი გენდერული და ეთნიკური სხვაობის მაჩვენებლების გათანაბრებაა. სამხედრო უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ასეთი პოზიცია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას ჩინეთთან და რუსეთთან არსებული დაძაბულობის ფონზე. ერთადერთი, რასაც სამსახურში მიღებისას ყურადღებას უნდა აქცევდნენ, კანდიდატის მომზადების დონე უნდა იყოს და არა კანის ფერი, ან სქესი.