ქალი პოლიციაში რეკვისთვის დააპატიმრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ქალმა, კარლა ჯეფერსონმა პოლიციაში 11 ათასზე მეტჯერ დარეკა და საბოლოოდ, დააპატიმრეს. აღსანიშნავია, რომ ქალს სამართალდამცავების დახმარება არ სჭირდებოდა და მხოლოდ იმიტომ რეკავდა, რომ პოლიციელები გაელანძღა. ფლორიდის შტატში მცხოვრებმა კარლამ ივლისის დასაწყისში, 24 საათის განმავლობაში, პოლიციის განყოფილებაში 512-ჯერ დარეკა. ის ეჩხუბებოდა მორიგე ოპერატორს და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა მას. სამართალდამცავებმა ქალი წერილობით გააფრთხილეს, რომ თუ ასე გააგრძელებდა, მას დააკავებდნენ. გაფრთხილებამ ჯეფერსონი ვერ შეაჩერა და რეკვას კვლავაც განაგრძობდა, საბოლოოდ კი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. დაკავებისას, ის შესანიშნავ ხასიათზე იყო და აცხადებდა, რომ მოსწონს ასეთი „თამაშები“. მოგვიანებით, ხულიგანი ქალი 400-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.