საფრანგეთში დააკავეს იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთში დააკავეს იტალიური მაფიის ბოსი მარკო რადუანო, რომელიც სარდინიის ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

40 წლის მარკო რადუანო, რომელიც სარდინიის ციხიდან გასული წლის თებერვალში გაიქცა და ევროპოლის მიერ იძებნებოდა, კუნძულ კორსიკაზე დააკავეს.

მას ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა დანაშაულებისთვის 24-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.იტალიური პოლიციის ცნობით, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ასევე დააკავეს რადუანოს „მარჯვენა ხელი“ ჯანლუიჯი ტროიანო.

რადუანო ფოჯას კრიმინალური სინდიკატის მეთაურად ითვლება, რომელსაც სიძლიერით მეოთხე იტალიურ მაფიას უწოდებენ - სიცილიური, კალაბრიული და ნეაპოლიტანური მაფიის შემდეგ.