კაფე რეპტილიებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალაიზიაში, მსოფლიოში პირველი კაფე გაიხსნა რეპტილიებისთვის. Fangs By  Dekori - დესერტების კაფეა, სადაც რამდენიმე გველი, ხვლიკი, ბაყაყი და ტარანტულა ცხოვრობს. ქვეწარმავლები შუშის რეზერვუარებში არიან მოთავსებულნი და კლიენტებს, რომლებიც აქ ტკბილეულსა და სასმელებს უკვეთავენ, თავისუფლად შეუძლიათ მათი ხელში აყვანა, მოფერება და დალაპარაკება. აღსანიშნავია, რომ მალაიზიაში ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის გველი, გეკონები და სხვა ქვეწარმავლები. კაფეს მფლობელის, მინ იანგის თქმით, მის დაწესებულებაში აჩვენებენ, როგორ უნდა დაამყარონ სწორი ურთიერთობა მათთან. ვიმედოვნებ, ჩვენი მომხმარებლები გველებსა და სხვა ქვეწარმაველსაც ისევე დააფასებენ, როგორც ძაღლებსა და კატებს, - ამბობს იანგი.