სტალონეს ოჯახი რეალითი შოუს იწყებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი სილვესტერ სტალონე, ოჯახთან ერთად, რეალითი შოუს იწყებს, რომელსაც The Family Stallone ერქმევა. ასე რომ, სულ მალე, შესაძლოა, კარდაშიანების შოუს კონკურენტი გამოუჩნდეს. სახელოვანი„როკისა“ და„რემბოს“ ოჯახს ჰოლივუდში ყველა იცნობს, ახლა კი მათ მთელი მსოფლიო გაიცნობს. როგორც ვარაუდობენ, შოუ რვა სერიად იქნება წარდგენილი და სტალონესთან ერთად, მასში მისი მეუღლე ჯენიფერი და მათი სამი ქალიშვილი - სოფია, სისტინი და სკარლეტიც მიიღებენ მონაწილეობას. ახალი შოუს მიმართ ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, შარშან, წყვილი განქორწინებას აპირებდა. ეს ამბავი ჯენიფერმა გაახმაურა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა მთელი ოჯახი ერთად აპირებს მათი ცხოვრების მსოფლიოსთვის გაზიარებას.