უფროსებისთვის რძე საშიშია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რძე ერთ-ერთ ყველაზე უფრო სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა არა უფროსი ადამიანებისთვის. როგორც ამერიკელმა სწავლულებმა განაცხადეს, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეუძლია აითვისოს ეს პროდუქტი. ადამიანების უმრავლესობას სწყენს რძე და ხშირად ისინი ამას ვერც კი ხვდებიან. როგორც კვლევებმა აჩვენა, რძისა და რძის პროდუქტების ნორმალურად ათვისების უნარი აზიის მოსახლეობის მხოლოდ 5%-სა და აფრიკის მოსახლეობის 25%-ს აქვს. პროდუქტის ათვისების უნარს ადამიანების უმრავლესობა ადრეულ ასაკში - 2-დან 5 წლამდე კარგავს. ამიტომ, მოზრდილ ასაკში მის მოხმარებას თან სდევს ისეთი უსიამოვნო სიმპტომები, როგორებიცაა დიარეა, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი და სხვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. რძის სწორად ასათვისებლად ორგანიზმს სჭირდება ისეთი ფერმენტების არსებობა, რაც უფროს ადამიანებს არ აქვთ, ან შეზღუდული რაოდენობით აქვთ.