გაყიდვაშია ვარდისფერი ანანასი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა Fresh Del Monte, 15-წლიანი შრომის შემდეგ, როგორც იქნა, ვარდისფერი ანანასი - Pinkglow მიიღო. ამჟამად, ამ ექსკლუზიური ხილის შეძენა მხოლოდ ორ ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი. ერთი ცალის ღირებულება 49 აშშ დოლარია. ვარდისფერი ანანასი კოსტა-რიკაზე მდებარე ფერმაში მოჰყავთ. მის ზრდას 24 თვე სჭირდება. მოსავალს მხოლოდ ხელით კრეფენ. ვარდისფერი ანანასს „ჯუნგლების მარგალიტსაც“ უწოდებენ, რადგან ის უფრო წვნიანი და ტკბილია, ვიდრე ტრადიციული, ჩვეულებრივი ანანასი. ყოველი გაყიდული ხილი ხელს უწყობს ახლის გაზრდას, რადგან ისინი „ქოჩორა“ თავის გარეშე იყიდება - დისტრიბუტორთან გაგზავნის წინ, თავს აჭრიან და მომავალი მოსავლის მისაღებად რგავენ.