დუბაი კიდევ ერთ „საოცრებას“ გვპირდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, მაღალსიჩქარიანი საბაგირო გზის გაკეთებას გეგმავენ. საბაგიროს მოძრაობის სიჩქარე საათში 150 კილომეტრი იქნება. ერთ საათში, ეს სატრანსპორტო საშუალება 8 400 მგზავრს გაატარებს. საბაგირო ტრასაზე 21 გაჩერება იქნება, რომლებიც ქალაქის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ წერტილებს ერთმანეთთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ საბაგიროს ვაგონები ხუთჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ელექტრომობილები.