H&M - ში ძველ ტანსაცმელს ანახლებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარულმა ბრენდმა H&M-მა, რომელიც ტანსაცმელს აწარმოებს, ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომლის წყალობითაც ძველი ტანსაცმლის განახლება ხდება. შვედურმა კომპანიამ ტექსტილის გადამამუშავებელი ახალი მანქანა Loop წარადგინა, რომელიც ძველ ტანსაცმელს ანაწევრებს, შემდეგ კი ქმნის ქსოვილს, რომლითაც ახალი ტანსაცმელი იკერება. დანადგარი არ გამოიყენებს წყალს და ქიმიკატებს, რაც ქსოვილის წარმოებას ეკოლოგიურს ხდის. ამიერიდან, სტოკჰოლმის მოსახლეობას შეუძლია, ძველი ტანსაცმელი ჩააბაროს, რაშიც მათ კომპანია 11-დან 16 დოლარამდე გადაუხდის. ამ ძველი ტანსაცმლისგან, სულ რაღაც ნახევარ საათში, ახალი ქსოვილი მიიღება.