მცივანები დიდხანს ცოცხლობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სწავლულები ამტკიცებენ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით სცივათ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. სხეულის ტემპერატურა რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდება, ეს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს. ჰორმონალური ცვლილება ორგანიზმში იწვევს იმას, რომ ადამიანი მუდმივად იყინება. ეს, რასაკვირველია, დიდ დისკომფორტს ქმნის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა. ჰორმონალური ცვლილებების გამო, ორგანიზმში ნელდება მეტაბოლიზმის პროცესი, რაც ენერგიისა და სითბოს შეანრჩუნების საშუალებას იძლევა. სწავლულები აპირებენ, ორგანიზმის ამ პრინციპით მუშაობის გათვალისწინებით, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი პრეპარატები შექმნან.