კონსტიტუციის ეგზემპლარი 43 მილიონად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1787 წლის 17 სექტემბერს, ფილადელფიაში მიღებული ამერიკის კონსტიტუციის ყველაზე იშვიათი ეგზემპლარი, ნიუ-იორკის აუქციონზე, 43 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს მსოფლიო რეკორდია გასაყიდად გატანილ ისტორიულ დოკუმენტებს შორის. მყიდველმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, კრიპტოინვესტორების ჯგუფს აჯობა, რომლებიც 40 მილიონის გადახდაზე იყვნენ მზად. ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ერთადერთი გადარჩენილი ასლია, რომელიც კერძო კოლექციებში შემორჩა. კონსტიტუციის საერთო ტირაჟი სულ 500 ეგზემპლარს შეადგენდა.