ბავარიელები მეკუბოვეებს ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში, ჩრდილოეთ ბავარიაში, პროფესიული კოლეჯი მოქმედებს, სადაც მეკუბოვეებს ამზადებენ. ის ევროპაში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც დიპლომირებულ მეკუბოვეებს უშვებს. სასახლეების დამზადების სამწლიანი კურსის გასავლელად, სასწავლებელში, ყოველწლიურად 500 სტუდენტს იღებენ. კოლეჯი არაფრით განსხვავდება სხვა პროფესიული სასწავლებლებისგან, თუ არ ჩავთვლით კუბოებს, რომლებიც ყველა აუდიტორიას „ამშვენებენ“. მეცადინეობის დროს, სტუდენტები საფლავის გათხრასაც სწავლობენ და პროგრამაშია ანატომიის კურსიც. გარდა ამისა, მომავალ მეკუბოვეებს ასწავლიან, როგორ უნდა მოეპყრან ცხედარს, რისთვისაც საკმაოდ რეალისტურ რეკვიზიტებს იყენებენ. სტუდენტები დიდ დროს უთმობენ იმ უნარ-ჩვევების ათვისებასაც, რაც მომავალში, მგლოვიარე ოჯახებთან ურთიერთობისას გამოადგებათ. კოლეჯის ერთ-ერთი პედაგოგის განცხადებით, მათი კურსდამთავრებულები სამგლოვიარო საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან.