მონიკა ლევინსკი ბრენდის სახე გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორი, მწერალი და აქტივისტი მონიკა ლევინსკი, რომლის სახელიც ერთ დროს ყველას პირზე ეკერა, დღეს უკვე 50 წლისაა და ის ტანსაცმლის ბრენდის, Reformation-ის სახე გახდა. სარეკლამო კამპანიის ფოტოები თავად ბრენდმა გაავრცელა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის სტაჟიორის, მონიკა ლევინსკის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ 1998 წელს გახდა ცნობილი. „კლინტონ-ლევინსკის“ სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის 42-ე პრეზდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, თუმცა უშედეგოდ, რადგან კლინტონი თეთრ სახლში ვადის ამოწურვამდე დარჩა.

პრეზიდენტთან რომანის შემდეგ მონიკა ზე-პოპულარული გახდა. ის უამრავ პროექტში მონაწილეობდა, მასზე გადაიღეს ფილმები და დაიწერა წიგნები, იყო სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელიც და ტელეწამყვანიც. ჩანთების ხაზის გამოშვებაც მოახერხა საკუთარი სახელით - The Real Monica, Inc. 2000 წლიდან, საკუთარი სურვილით, ლევინსკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ მოქცეულა - ლონდონში ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის მოპოვება სურდა. 2014 წლიდან, ყურადღების არეალში კვლავ გამოჩნდა, როგორც საზოგადოებრივი აქტივისტი.