ბულგარეთის ქალაქ კრანევოში, შოტოკანის ევროპის ჩემპიონატზე, პირველობა სამგორელმა დებმა, დიანამ და თეა აბრამიშვილებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, თეა აბრამიშვილს გზის ხარჯების დაფარვა სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს, გამარჯვება №152 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ ღონისძიებით მიულოცა, რომელსაც სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ცილიკიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამგებელმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სამგორელ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის კარატეს ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა, გამგებელ კახა სამხარაძეს პირველი დანი გადასცა.
ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა კარატისტებმა, ჯამში, 121 მედალი მოიპოვეს, აქედან 44 ოქროს, 36 ვერცხლის და 41 კი ბრინჯაო.