ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან - პრემიერის ახალი ინიციატივები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

 ავტორი: მაკა რუხაძე

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტურისტული სექტორის განვითარებით დაინტერესდა. COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს ეკონომიკა და განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორი საგრძნობლად დაზარალდა. ბუნებრივია, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ზარალი ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. ახლა, როცა მთელი მსოფლიოს ძალისხმევით, პანდემია, ლამის, კოშმარულ მოგონებად იქცა და თითქმის დამარცხდა კიდეც, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ტურისტული სექტორი ნელ-ნელა ძალებს იკრებს. ბუნებრივია, მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია, ტურიზმის აღორძინებას და ამ მიზნით, პრემიერის ახალ ინიციატივებს მიეძღვნა.

 ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები და ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა განიხილეს.მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელნაბიჯებსა და ღონისძიებებზეიმსჯელა.საბჭოს წევრების განცხადებით, კვირის განმავლობაში, 400-ზე მეტი ავიარეისია დაგეგმილი. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ტურისტული აქტივობა იქაც მზარდი ტემპით ხასიათდება - ყოველთვიურად, რეგიონში, 220-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება.

სამუშაო შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებითაც. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ, მიმდინარე დინამიკა დამაიმედებელია. კერძოდ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის 70%-იანი აღდგენა პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა, ქვეყნის სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით, შეფერხება არ არის. საუბარი შეეხო ლოგისტიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ნაკადებსა და ტვირთნაკადებს, რომელიც საქართველოში მზარდია და კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა, კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ აღნიშნული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ტურიზმის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრესდა კურორტების განვითარების გეგმაც განიხილეს.

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, ტურისტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბათუმი კი, რომ იტყვიან, ერთ-ერთი ვარსკვლავია ამ მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონში, გურიაშიდა ყველგან. ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა, პრაქტიკულად, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ითაა აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია. ასევე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუ შევხედავთ, რა ხდება მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი უბედურებაზე, რაც ხდება უკრაინაში - დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული ეს უბედურება, ეს ნეგატიური ტალღა მთელევროპასადა მსოფლიოში ვრცელდება.

რა თქმა უნდა, გვახარებს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება, მეგობრებო. ეს არის ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა, ხოლომეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაზე მეტად, სწორედ ტურისტული სექტორი დაზარალდა. საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის აღსადგენად ამ სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს შეღავათები გაუწია და დახმარების სპეციალური სახელმწიფო პროგრამები შეიმუშავა.ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია. გამოწვევები, რომლებიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კორონავირუსის გამო, ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია. ამიტომ, მთლიანობაში, 2021 წლის ქონების გადასახადს აღნიშნული სექტორი აღარ გადაიხდის“, -აღნიშნაპრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის არსებითი დახმარება იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის დახმარება 2020 წელს, პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:

სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე, დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორებისა და დაჯავშნის სხვა მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

საგადასახადო შეღავათი გავრცელდება იჯარით, ლიზინგით, ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება რომელიმე, აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.