სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარების შეცვლა არ შეუძლია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარების შეცვლა არ შეუძლია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით შეუძლია თუ არა ვითარების შეცვლა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არა, ეს სიტუაციას ვერ შეცვლის, მე ვაგრძელებ ამაზე საუბარს, თუმცა აშკარაა, რომ ეს გზავნილი არ აღწევს აუდიტორიას მრავალი მიზეზით“.

მისივე თქმით, შეწყალების შემდეგ, ხელისუფლებას შეუძლია, სააკაშვილს ახალი ბრალი წარუდგინოს.

„მას შემდეგ, რაც მე მას შევიწყალებ, ხელისუფლებას შეუძლია, კვლავ წარუდგინოს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი და ის ვერასდროს იხილავს დღის სინათლეს. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და მან უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. არის რამდენიმე გზა, რათა სააკაშვილს გადაახდევინო იმისთვის, რაც მან გაუკეთა ან ვერ გაუკეთა რეჟიმს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია არჩევნებში გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.