“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იუსტიციის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვა ლიდერები სამინისტროსთან მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით მივიდნენ.

მათი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ხმის აპარატურა და სიტყვით გამოსვლებისთვის ემზადებიან.

სამინისტოს შესასვლელთან სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი, შენობასთან მისასვლელი კიბე კი მთლიანად ბლოკირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.