რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას პარტიის წევრი თანამდებობიდან გადააყენეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარტია საქართველოსთვის წევრები ამბობენ რომ ეს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარიგების შედეგია.

თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ქართულ ოცნებასა და პარტია საქართველოსთვის გარიგებაში ადანაშაულებენ.

ადგილზე იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება, ერთმანეთს ქართული ოცნებისა და გახარიას პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მივიდა რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძეც. საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც.

"საკრებულოში სამი წლიანი მუშაობის მანძილზე ვხედავდით, რომ ეს ორი პარტია ახერხებდა ერთმანეთთან თანამშრომლობას ფარული გარიგებებით, მათი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ, თუმცა მათ უკვე დღეს გააცხადეს თავისი ერთობა და თქვეს, რომ ჩვენ კი, ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია ერთად ვართ. შედეგად მივიღებთ იმას, ომ როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა, ისევე დაიკარგება საკრებულოში ხმა"- ამბობს რუსთავის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე ნათია შელეგია.