„სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად მეტი ვნებაა საჭირო“ - იაგო ხვიჩია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია წინასაარჩევნოდ ამნისტიის მნიშვნელობაზე საუბრობს და "ოცნებას" კანონპროექტის განხილვის გადადების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ენმ-თან ჰქონდათ. ხვიჩია ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ურჩევს, მესამე რპეზიდენტის გასათავისუფლებლად მეტად იაქტიურონ.

თურმე პარლამენტს დრო არ რჩება ამნისტიის კანონის განსახილველად, რომელსაც მოუთმენლად ელოდება უამრავი პატიმარი. ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრ რამეზე ვსმჯელობდით, ზოგადად, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა. ამნისტია მხარდაჭერა გვაქვს და ვთხოვდით ნაცებს უფრო მეტ აქტიურობას, მაგრამ მათი პასუხი იყო, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და დანარჩენი, ამნისტია ისეთი თემაა, რომ ხალხს მაინც და მაინც არ მოსწონს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. მეტი ვნებაა საჭირო თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად, - ამბობს იაგო ხვიჩია.