უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში ჩამოასვენეს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინიდან საქართველოში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულების ცხედრებს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები დახვდნენ და პატივი მიაგეს, ადგილზე გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები და ააჟღერეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.

როგორც ცნობილია, ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინაში, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.