"ჯიპისი"/"ფარმადეპო" ₾20.3 მლნ-ით დაჯარიმდა, PSP ₾17 მლნ-ით, "ავერსი" ₾14.4 მლნ-ით - კონკურენციის სააგენტო

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:

ავერსი: 14 402 425 ლარი;

გეფა - ჯიპისი ფარმადეპო: 20 349 336 ლარი;

პსპ: 17 094 872 ლარი;

მერმისი: 951 301 ლარი.

"საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს,"- ნათქვამია განცხადებაში.