წალენჯიხაში, ჯგალი-მუხურის კვეთაზე, ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წალენჯიხაში, ჯგალი-მუხურის კვეთაზე, ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ცეცხლი დაახლოებით ათ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის სავარაუდო მიზეზი კი მოქალაქის დაუდევრობა გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ. როგორც მათ განაცხადეს, ამ ლოკაციასთან ახლოს არც დასახლებული პუნქტია და არც ტყის მასივი.