რამდენი სპორტული სივრცე ეწყობა სამგორის რაიონში

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის გამგეობა, რაონის მასშტაბით, ექვს სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
სპორტული სივრცეები შემდეგ მისამართებზე ეწყობა:
✅ ლილოს დასახლება;
✅ ხომლელის ქუჩა, კორპუსი ჟ და დ-ს მიმდებარედ;
✅ვარკეთილი 3, მე-2 მკ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ;
✅ კალაუბნის ქუჩა № 40 კორპუსის მიმდებარედ;
✅ აეროპორტის დასახლება № 31 კორპუსის მიმდებარედ:
✅ქინძმარაულის მეორე შესახვევი, № 9 კორპუსის მიმდებარედ;
აღნიშნულ მისამართებზე სპორტულ- რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის რაიონის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 958 964 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.